ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში სტუბმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყოველთვის ნელა მუშაობს. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინისთვის მარტივი არ იქნება.

„ახლა შეიძლება ვიკამათოთ, რომელი კლასტერია გახსნილი და რომელი არა, მაგრამ საბოლოოდ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. რთული მომენტები ყველას გვქონდა. ფინეთის შემთხვევაში ეს სოფლის მეურნეობასა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ეხებოდა. უკრაინისთვის შესაძლოა სხვა საკითხები იყოს. ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ. ევროკავშირი იდეალური არ არის. როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებით, გახსოვდეთ, რომ ევროპა მკაცრი კლუბია“, - განაცხადა სტუბმა.