ლევან მახაშვილი – როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს სახელმწიფო და კანონი უკან არ დაიხევს

ლევან მახაშვილი – როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს სახელმწიფო და კანონი უკან არ დაიხევს

ვინც საკუთარ პოზიციას და საჯარო ფინანსებს ბოროტად იყენებს, ადრე თუ გვიან, მასთან კანონი მივა და მათ პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მიმართ იერიშს გააგრძელებს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.

„არაერთი მოწმე და კონკრეტული ფაქტებია, შეგვიძლია, ფაქტებზე ვისაუბროთ, მაგრამ როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მიმართ ამ სახის იერიშს გააგრძელებს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. თუ რაიმე იცის, ა, ბატონი, მის წინაშეა მედია. ერთის მხრივ, მისი წერილებიდან ცარიელ სიტყვებს ვხედავთ, მეორე მხრივ კი, მოწმეები ამ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში ხელს ადებენ. ჯერ ცარიელი სიტყვებია და როგორც ჩანს, ასეც იქნება. ადვოკატის აყვანა უნდოდა და ამის საშუალება არ მისცეს? რაში გამოიხატა სასამართლოზე წვდომის არქონის უფლება? – მისი ცარიელი სიტყვები გვესმის. საქართველოში ადამიანებს ლინჩის წესით არ ასამართლებენ, ყველაფერს მტკიცებულება სჭირდება. მით უმეტეს, როცა კორუფციაზე საუბარი, რომელიც დაფარული დანაშაულია და ტელევიზიებით საჯაროდ არ კეთდება. თუ მეკითხებით, გუნდი სად არის, სწორედ აქ არის, როცა კონკრეტული მტკიცებულებები არის, სახელმწიფო უკან არ იხევს თანამდებობის მიუხედავად. როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს სახელმწიფო და კანონი უკან არ დაიხევს“, – განაცხადა მახაშვილმა.