ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.
გასვლით მატჩებზე „ჯვაროსნების“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 27 აგვისტოს, 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება.
შეხვედრა უნგრეთის ნაკრებთან ბუდაპეშტში, 2 ოქტომბერს გაიმართება, ჩრდილოეთ ირლანდიას კი „ჯვაროსნები“ 5 ოქტომბერს, ბელფასტში დაუპირისპირდებიან.