„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობა პარტიის რიგით მე-10 ოფისია. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დაესწრნენ.

შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის ოფისს უხელმძღვანელებს. ის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობას, როგორც ოპტიმალურ გზას მშვიდობის შენარჩუნების და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისათვის.

„ჩვენი მთავარი იდეის, ნეიტრალიტეტის მიმართ მზარდი დაინტერესება და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აჩვენებს, რომ ეს არის სწორედ ყველაზე ოპტიმალური და რეალისტური გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, გვქონდეს სტაბილურობა და მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.