ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის იმ შეფასებისას, რომელიც პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს ეხება.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავისი თავი გამოცადონ, რა მიმართულებით შესაძლებელია მათი შემდეგ დასაქმება უკვე საჯარო სამსახურებში“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სტაჟირების პროგრამა 3 000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს.