რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დიახ, შეხვედრა შედგა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. სპეციალური სამსახურების მუშაობის პრაქტიკაში ხელმძღვანელების პირადი ან ონლაინ ფორმატში შეხვედრები ჩვენი მუშაობის ნაწილია“, - განაცხადა ნარიშკინმა.
როგორც რუსეთის დაზვერვის შეფმა განაცხადა, მან ამერიკელ კოლეგასთან განიხილა საკითხები, რომლებიც სპეცსამსახურების კომპეტენციაში შედის.
ცნობისთვის, რეტკლიფი მოსკოვში გუშინწინ იმყოფებოდა.