კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.
როგორც ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, შეხვედრაში შესაძლოა ამერიკულმა მხარემაც მიიღოს მონაწილეობა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლების შეხვედრა სექტემბერში, ბუდანოვმა განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ კი. რა თქმა უნდა, ამერიკელებთან ერთად. მათ გარეშე არ გამოვა“.