მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.

როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე განმარტა, საპასუხო დარტყმა შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ბრიტანეთში, უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული იარაღის გამოყენებით უკრაინულ თავდასხმებზე პასუხი შესაძლოა იყოს ნებისმიერი სამხედრო ობიექტისა და ტექნიკის დაბომბვა ბრიტანეთში და უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მან აგრეთვე დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად დაისჯებიან.