დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.

სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

ავტომობილები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესთან ერთად, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ცენტრის რეგიონული ფილიალების მაქსიმალური ოპერატიულობა და მობილობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება - ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ჯამში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 9 განყოფილება და სამმართველო აღიჭურვება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.