დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ნატო-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, კითხვაზე, აიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალდებულება, რომ ნატო-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
„მე მასთან კარგი საუბრები მქონდა და ის ნატო-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, გააფრთხილა თუ არა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა რუსეთი, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ განეხორციელებინა.
„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ისინი თავს არ დაესხმებიან“, – განაცხადა ტრამპმა.