იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა
ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები მუშაობენ.ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერaგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობზე საუბრისას.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. უხვი ნალექის სანიაღვრეებმა ვერ გაატარა.
მოვარდნილმა წყალმა ქალაქსა და სოფლებში დატბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. დაზიანებულია გზები, ავტომობილები და საყოფაცხოვრებო ინვენტარი. სოფელ ნერგეეთში ქვა-ღორღი ჩამოიშალა. სტიქიის გამო ბაღდათში 1200 აბონენტი გაზის, ექვსასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დაზარალებულთა დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
„გააქტიურდა მეწყრული პროცესები. დაზიანდა, როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები. გათიშულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება 600-მდე აბონენტს. ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდა 1200 აბონენტს. უწყვეტ რეჟიმში, გუშინ საღამოდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდილია მეწყრული პროცესების შედეგად ჩაკეტილი გზები. ასევე, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერaგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანა.