ბორის ჩელე ყურუა: ვისაც ციხეში ჯდომა საქმე ჰგონია, შეუძლია თავად ჩაჯდეს და სხვისი თავისუფლების ხარჯზე არ აკეთოს ეს საქმე
“ვისაც ციხეში ჯდომა საქმე გონია შეუძლია თავად ჩაჯდეს და სხვისი თავისუფლების ხარჯზე არ აკეთოს ეს საქმე“- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს და სავარაუდოდ ეხმიანება აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულების მიერ პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებს.
“ვისაც ციხეში ჯდომა საქმე გონია შეუძლია თავად ჩაჯდეს და სხვისი თავისუფლების ხარჯზე არ აკეთოს ეს საქმე. ძალიან მარტივი პროცედურაა, ორჯერ გზის გადაკეტვა ჭირდება”- წერს ყურუა.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 პირიდან 9, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულია. დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვაზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც. ერთ-ერთი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც თქვა: „მეგობრებო, აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს, ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს. თვეებია, მაგას იხვეწება რეჟიმი, მოინანიეთ, რომ გაგიშვათო. ცხადია, თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ - უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ.“