დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

„პირველ რიგში, მინდა, სინანული გამოვხატო ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გამო. ჩვენ გულისყურით ვაკვირდებოდით მის ბლოგს. შინაარსი იყო ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და ძალიან პოზიტიური მოტივები იყო ამ ყველაფერში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა.

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა. ყველგან ცდილობენ, საკუთარ დღის წესრიგს რაღაც წაამატონ იმ ტრაგედიების გათვალისწინებითაც კი, რომელზედაც პირდაპირ არსებობს აღიარებული ჩვენებები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.