მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს
მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად ფედოროვის დანიშვნა მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.
„ყოფილი მაღალჩინოსნების სხვა ქვეყნების მთავრობების ექსპერტებად და მრჩევლებად მიწვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულია. მათ სწორედ კონკრეტულ სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გამო იწვევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.