ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
იგივე პოზიცია დააფიქსირა ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა.