შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
არ ვიცი რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?“
„ვხედავთ, ახლა შემოდგომის ციებ-ცხელება დაეწყოთ პოლიტიკური აქტივობის და ეს ძირითადად ერთმანეთის მიმართ არის გამოხატული. ასე რომ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და პირიქით, გეტყვით, რომ ვგულშემატკივრობთ. მნიშვნელოვანია, კარგად წარმოჩნდეს, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.