მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: მცხეთა-მთიანეთის მხარეს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია, თვითმმართველობის ყველა რგოლი იყოს მაქსიმალურად ჩართული

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: მცხეთა-მთიანეთის მხარეს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია, თვითმმართველობის ყველა რგოლი იყოს მაქსიმალურად ჩართული

მცხეთა-მთიანეთის მხარეს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია, თვითმმართველობის ყველა რგოლი იყოს მაქსიმალურად ჩართული და პასუხისმგებლობა იყოს მკაფიოდ გადანაწილებული, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, ვასილ წიკლაურმა და თამაზ ფოლოდაშვილმა საკურატორო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შექმნილ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

სახელმწიფო რწმუნებულმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს კონკრეტული მითითები და რეკომენდაციები მისცა და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების ეფექტიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული თითოეული გამოწვევა დროულად გამოვავლინოთ, სწორად შევაფასოთ და მისი გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯები განვსაზღვროთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ პრობლემის გამწვავებას. გამოწვევები უნდა განვსაზღვროთ სწორად და გვქონდეს კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება მათი მოგვარება.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

მერიისა და საკრებულოს თითოეული წარმომადგენელი უნდა იყოს არა მხოლოდ არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი, არამედ პრობლემის გადაჭრის გზების შემომთავაზებელიც. ასეთი მიდგომა მოგვცემს შესაძლებლობას, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად, ეფექტიანად და მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებზე მორგებულად მივიღოთ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მზად არის, მუნიციპალიტეტთან ერთად აქტიურად იმუშაოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან საკითხებზე. ყველა საჭირო შემთხვევაში გვექნება აქტიური კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან, რათა ადგილობრივი საჭიროებები სათანადო დონეზე იყოს წარმოდგენილი და მათი გადაწყვეტისთვის მაქსიმალური რესურსი მოვიზიდოთ.

დარწმუნებული ვარ, კოორდინირებული მუშაობით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, შევძლებთ დუშეთის მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას.“ - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები და სამსახურების ხელმძღვანელი პირები.