თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები.
„რა თქმა უნდა სუვერენიტეტის შენარჩუნება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკურ საკითხებზე ისლანდიას ადარდებს და რაზეც ალბათ დელიკატურობის გამო ხმამაღლა ყოველ წუთში არ ლაპარაკობს, ალბათ მიგრაციის საკითხებიც ერთ-ერთი მთავარია“ - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.