ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

პროექტის ფარგლებში საბავშვო გასართობი ატრაქციონები და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 329 400 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.