საქსტატი – იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სასმახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 519.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 670.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 21.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 849.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 2.4 პროცენტი შეადგინა. ხოლო საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარივლისში 6 178.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 960.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 815.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 792.7 მლნ. აშშ დოლარი.