მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

ბაღში, ბავშვებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საგანმანათლებლო, საძინებელი და სათამაშო ოთახები, ასევე სამზარეულო, სასადილო და სველი წერტილები. ეზოში გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული სივრცე და საბავშვო სათამაშო მოედნები.

საბავშვო ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღსაზრდელებისთვის შექმნის უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს.