შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების

უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი

მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა

სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, მცენარე „კანაფი“ და

„მარიხუანა“.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი

დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული

შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა

მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას

ითვალისწინებს.