გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი, საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი, საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე

ირაკლი კობახიძეს არცერთი ვიზიტი და არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად და შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე და ახლა შეძლებს ამ ტრიბუნის ქართული, ეროვნული ინტერესების ლობირებისთვის გამოყენებას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების წინ წასაწევად, არც ახლა იქნება.

„ჩვენ ვიცით, რომ კობახიძე ემსახურება ივანიშვილს, მის პირად კეთილდღეობას და ამავე დროს, ემსახურება რუსეთის ეროვნული ინტერესების წარმატებას საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს მომენტიც, სამწუხაროდ, იქნება მთლიანად დათმობილი იმისთვის, რომ ივანიშვილისა და რუსეთის გასახარი პოლიტიკური სიტუაცია იქნას მიღწეული, მაგრამ არა ქართველი ერის გასახარი და წინ წასაწევი პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომ, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების დასახმარებლად და წინ წასაწევად, არც ახლა იქნება გამოყენებული ეს პლატფორმა ამისთვის“, – განაცხადა გეგელიამ.