"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ოპოზიციურ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ოპოზიციურ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციურ ალიანსში" "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის წინააღმდეგი არ იყო.

"ნაციონალურ მოძრაობას" თავმოყვარეობა აქვს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ამ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი. უბრალოდ, ფიზიკურად არ იმყოფებოდა პარტიაში და მას შეიძლება სხვანაირად ეგონა.

ალიანსში ყოფნის საკითხი გადაწყდება, რადგან მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება.

ახალგაზრდების როლთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს თავისი გეგმები, ინიციატივები. მაგრამ, რაც შეეხება ამ ე.წ. დაყოფას, თუნდაც ძველ თაობაზე რომ ვისაუბროთ, არასდროს არ შეუშლია ხელი," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" და დაშლილი ოპოზიციური ალიანსი. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 პარტიის ერთობა უნდა დატოვოს. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი სოციალურ ქსელში წერს რომ ალიანსში შესვლა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და თავად ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა.

ბოკუჩავას თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ მწვავედ აკრიტიკებს: "თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ, ახლა ნანულა "გამაიყვანა", - წერს ფედერალისტების ლიდერი.

ოპოზიციაში არსებულ მძიმე კრიზისს ადასტურებს პატიმარი სააკაშვილიც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. პატიმარ პრეზიდენტს, არც "ლელო" დავიწყებია და პარტიას ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტი უწოდა.