მარიკა არევაძე: „ახალისგან“ განსხვავებით, ზოგიერთი იბრძვის ოპოზიციაში პირველობისთვის. სწორედ ამის შედეგია ის “საოცრება”, რაც ახლა ხდება

მარიკა არევაძე: „ახალისგან“ განსხვავებით, ზოგიერთი იბრძვის ოპოზიციაში პირველობისთვის. სწორედ ამის შედეგია ის “საოცრება”, რაც ახლა ხდება

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი მარიკა არევაძე ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ პარტია „ახალისგან“ განსხვავებით ზოგიერთი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის. 

არევაძე სწორედ ამას მიიჩნევს პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად და ამბობს, რომ ამის შედეგია, რომ პარტია „ახალი“ და ნიკა გვარამია ყველა მხრიდან მთავარი სამიზნეა.

„პარტია „ახალი“ შეიქმნა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისა და ქვეყნის განვითარების გზაზე დაბრუნების მიზნით. სწორედ ამ მიზნის გარშემო გავერთიანდით ახალში ხალხი. 

სამართლიანი არჩევნების პირობებში ეს მიზანი მიღწეული იქნებოდა, ამას მოწმობს საზღვარგარეთის შედეგები. 

ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით დღემდე, თანმიმდევრულად და არაადამიანურ პირობებში. 

სამწუხაროდ, ახალისგან განსხვავებით, ზოგიერთი იბრძვის მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის. იბრძვის არა ცვლილებისთვის, არამედ ოპოზიციაში პირველობისთვის. 

სწორედ ამ მიზეზების შედეგია ის “საოცრება”, რაც ახლა ხდება და ამის შედეგია, რომ პარტია ახალი და ნიკა გვარამია არის ყველა მხრიდან მთავარი სამიზნე ! 

ფოკუსია გასასწორებელი, ფოკუსი. გაიხსენეთ, რომ ოცნება არის შესაცვლელი და გაასწორეთ ისრები.“- წერს მარიკა არევაძე.