სასამართლოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კიდევ ორი პროცესი გაიმართა - მათგან ერთ-ერთი რეზო კიკნაძის, მეორე კი მამუკა მდინარაძის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხება

სასამართლოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კიდევ ორი პროცესი გაიმართა - მათგან ერთ-ერთი რეზო კიკნაძის, მეორე კი მამუკა მდინარაძის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კიდევ ორი პროცესი გაიმართა.

ერთ-ერთი კანონდამრღვევი, ონლაინ სივრცეში რეზო კიკნაძის, მეორე კი მამუკა მდინარაძის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილის ენასთან ბრძოლას აქტიურად აგრძელებს. როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რეაგირება კი ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობას და ლანძღვა-გინებას.