დიმიტრი ბიძინაშვილი სააკაშვილზე: ვინ ვისი ბიზნეს პროექტია ჩანს. თავდასხმაა მისი გზა მეტი სავაჭრო გამოიმუშაოს ამ პროცესებიდან. რატომ იმას არ ჰყვება ვინ გადააგდო და ვისით ცდილობდა დალაგებას?
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პარტიას „ლელო“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ხოლო პარტიას „ახალი“ ძმები გილაურების ბიზნეს პროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა.
როგორც ბიძინაშვილი წერს, ერთი ხელით აღიარებდე საკუთარი პარტიის უბედურ დღეში ყოფნას და მეორე ხელით იმ პარტიას ებრძოდე ვის გარეშეც გამარჯვება შეუძლებელია ვისი თამაშიცაა მალე გამოჩნდება.
„მერე მკითხავენ რატომ ეძახი მაოხრებელ გზირსო. აი ამიტომ. ცა მოწმენდილზე როდესაც არავინ ახსენებს, გამოდის და თავს ესხმის სხვას. რატომ აკეთებს ამას, ასე ხშირად მგონი გასაგრბია, მაგრამ მაინც გადააგდებენ და არ გაუშვებენ.
ვინ ვისი ბიზნეს პროექტია კიჩანს, მისი ამ არასწორი და დამშლელი განცხადებებით. თავდასხმა, თავდასხმა, თავდასხმა ესაა მისი გზა მეტი სავაჭრო გამოიმუშაოს ამ პროცესებიდან.
რატო იმას არ ყვება ვინ ჩანოიყვანა და ვინ გადააგდო? ვის ეკონტაქტებოდა კაი ხანი და ვისით ცდილობდა დალაგებას? “მიღალატეს” ძახება თავად შემოუბრუბდა და დავივიწყეთ, სხვათემაზე გადავედით?
ერთი ხელით აღიარებდე საკუთარი პარტიის უბედურ დღეში ყოფნას და მეორე ხელით იმ პარტიას ებრძოდე ვის გარეშეც გამარჯვება შეუძლებელია ვისი თამაშია ? ვისი თამაშიცაა მალე გამოჩნდება, აგერ თქვენ და აგერ მე.“- წერს ბიძინაშვილი.