დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს

დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს

სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს, - ასე აფასებს დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ყველა წარმატებას საკუთარ თავს აბრალებს, უხერხულია.

„მას პასუხი აქვს გასაცემი უმნიშვნელოვანეს კითხვაზე - საიდან მოხდა დიდძალი ქონების დაგროვება, რომელიც საპროცესო მოქმედებების შედეგად მისი კუთვნილი ქონებიდან ამოიღეს. უხერხულია, როდესაც ქვეყნის ყველა მიღწევას, ყველა წარმატებას საკუთარ თავს აბრალებს, არ ახსენებს გუნდს, არ ახსენებს ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტორს, რომელმაც ეს წარმატება განაპირობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.