გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.

ახალგაზრდებს მიღწეული წარმატებისთვის სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ინიციატივა გარდაბანში მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის მხარდაჭერით, წელს უკვე მეოთხედ განხორციელდა.

მისი მიზანი ახალგაზრდების განათლებისა და მიღწევების წახალისებაა, რაც ყოველწლიურად უფრო მეტ წარმატებულ მოსწავლეს აერთიანებს.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ადგილი მოეწყო - დამსწრე საზოგადოებას სპეციალური ფოტოზონები, დრამერების შოუ, ასევე მკლავჭიდისა და მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი დახვდა.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ანდრია გველესიანმა, თიკა ბალანჩინმა და ბენდმა „New One“. საზეიმო პროგრამა ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.