საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ სტენდზე 8 ქართული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, - ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს წამყვან ფრანგულ კომპანიებთან, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

„წლევანდელი IFTM Top Resa 2026 მასშტაბურობითა და სტუმართა სიმრავლით გამოირჩეოდა.

ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 35 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.