ეროვნული ბანკი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ეროვნული ბანკი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, -32.4 მლრდ აშშ დოლარი (-85.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -79.7%-ია (2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი -81.5% იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 265.2 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 22.2 მლრდ აშშ დოლარია (58.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 54.6 მლრდ აშშ დოლარი (144.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით მეტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.