კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არის წარსული, მე, როგორც თბილისის მერი, მთლიანად გადართული ვარ ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულია და მისთვის, როგორც თბილისის მერისთვის, ამ პარტიის წარმომადგენლების დაპირისპირება საინტერესო არ არის.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში უამრავი გამოწვევა არსებობს და ის მთლიანად ამაზეა გადართული.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ ვის უპირისპირდება ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საინტერესო არ არის. ეს არის წარსული. ისენი არიან დეგრადირებული აგენტურული ქსელის წარმომადგენლები.
თბილისში უამრავი გამოწვევაა, უამრავი საქმეა გასაკეთებელი, შესაბამისად მე, როგორც ქალაქის მერი, მთლიანად გადართული ვარ ამაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.