სპეციალური პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

სპეციალური პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნებია დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა ფარულავა.

რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობიდან გადადგომა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სრულად და უწყვეტად გასაჯაროება. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს რეალური რეაგირება არ მოჰყვება.