9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან 119,081 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით, +22,748 ვიზიტით მეტია.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 64,527 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით +14,949 ვიზიტით მეტია, ზრდა +30.2%-ს შეადგენს.

საქართველოსთვის ჩინეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. წელს საქართველო აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China-2026 პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა და საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც გამოფენაზე, ასევე ჩინურ მედიაში გაშუქების კუთხით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე აქტიურ კამპანიას ატარებს, რაც მოიცავს ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლების გადამზადებას, B2B შეხვედრების ჩატარებას, როუდშოუების, პრეზენტაციების გამართვას და ჩინეთიდან ინფლუენსერების, მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში გაცნობითი ტურების ორგანიზებას.

კამპანიების პარალელურად იზრდება ახალი ავიარეისების რაოდენობა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. წელს პირველად შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.

2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.

9 თვეში რეკორდულად მაღალი ტურისტული ვიზიტები დაფიქსირდა საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.