საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ( www.vacancy.hr.gov.ge ) მეშვეობით შეუძლიათ.
იხილეთ საქპატენტში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების ჩამონათვალი:
- გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმია-მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს სტაჟიორი (1 ვაკანსია)
- გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკისა და ფიზიკის სამმართველოს სტაჟიორი (1 ვაკანსია)
- ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს სტაჟიორი (1 ვაკანსია)
- ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს სტაჟიორი (2 ვაკანსია)
- ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს სტაჟიორი (1 ვაკანსია)
- იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი (2 ვაკანსია)
- ადმინისტრაციული დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს სტაჟიორი (1 ვაკანსია)
შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.