ირაკლი ქადაგიშვილი შუქრი ბურჭულაძის განცხადებაზე: რა თქმა უნდათ ისინი ყოველთვის წინააღმდეგები იქნებიან ამ ადამიანების თავისუფლების, რადგან ამ ხალხის სახით მათ სჭირდებათ ე.წ პოლიტპატიმრები

ირაკლი ქადაგიშვილი შუქრი ბურჭულაძის განცხადებაზე: რა თქმა უნდათ ისინი ყოველთვის წინააღმდეგები იქნებიან ამ ადამიანების თავისუფლების, რადგან ამ ხალხის სახით მათ სჭირდებათ ე.წ პოლიტპატიმრები

არ გამოვა რევოლუცია, მაშინ რევოლუციის მსხვერპლნი, ანუ ადამიანები ვინც ბარიკადებზე წაიყვანეს, ახლა უნდა იყვნენ მსხვერპლის როლში, - განაცხადა რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელსაც მიაჩნია, რომ პაატა ბურჭულაძემ დანაშაული არ უნდა აღიაროს.

მისი თქმით, ამ ადამიანებით ოპოზიცია მუდმივ სპეკულაციას ცდილობს.

„ახლა უნდათ, რომ ეს ადამიანები იყვნენ იმ მსხვერპლის როლში, რომლითაც უნდა ხდებოდეს მუდმივი სპეკულაცია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდათ ისინი ყოველთვის წინააღმდეგები იქნებიან ამ ადამიანების თავისუფლების, რადგან ამ ხალხის სახით მათ სჭირდებათ ე.წ პოლიტპატიმრები“, - განცხადა ქადაგიშვილმა.