ილონ მასკმა საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებს ნელი ტემპით მიმდინარე შეჭრა უწოდა

ილონ მასკმა საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებს ნელი ტემპით მიმდინარე შეჭრა უწოდა

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი, ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთში მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და მათ ნელი ტემპით მიმდინარე შეჭრა უწოდა.

„ეს ნელი ტემპით მიმდინარე შეჭრაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შეჭრაა. ხოლო ისინი, ვინც ამ შეჭრას მხარს უჭერენ, მოღალატეები არიან და მოღალატეებისთვის განკუთვნილ ბედს იმსახურებენ“, - წერს ილონ მასკი.

ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია განათლების სისტემის 85 თანამშრომელი, 215 მოსწავლე და 715 პოლიციელი.