ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.

ამასთან, სომხური მედია აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 74 წლის გახდა.