ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩია.
ირაკლი ჭეიშვილის კანდიდატურა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.