პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროდუქცია სავაჭრო ქსელებში უნდა განეთავსებინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მომსახურების საფასური წინასწარ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. თაღლითური ქმედებით კომპანიას 106
000 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.