ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტარებს: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ - ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.

ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტის უმრავლესობა განხილვის შემდეგ „ბრმად, ერთსულოვნად“ მოაწერს ხელს მორიგ ანტი-ქართულ რეზოლუციას.

„ჩვენ ვნახავთ, ამ 20-კაციანი განხილვის შემდეგ როგორც ბრმად ერთსულოვნად მოაწერს ხელს მორიგ ანტი-ქართულ რეზოლუციას ევროპარლამენტის უმრავლესობა. ამიტომ, მინდა უბრალოდ ვკითხო ან მივმართო აქედან.

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ. ყოველი ასეთი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას.

და ბოლოს, ნუ გგონიათ პროევროპელები ისინი, ვინც თავს გაჩვენებენ ასეთად. ამას გეუბნებით ერთი რიგითი პრო-ევროპელი, რომელიც ფსევდო-პროევროპელებისგან განსხვავებით, ევროპას მხოლოდ ვარდისფერი სათვალეებით არ უყურებს. ცოტა უკეთ და ღრმად შეისწავლეთ საქართველო!“ - წერს ანჯაფარიძე.