არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას - ასეთი რეზოლუციები საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას - ასეთი რეზოლუციები საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას

ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული განხილვების მიზანი არის, შანტაჟით როგორმე მათ პოლიტიკურ გუნდსა და მხარდამჭერებს, შეაცვლევინონ აზრი და საქართველო გადაიქცეს „პროქსი“ სახელმწიფოდ.

„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, მას ორი უკურნებელი სენი ჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციების ფასი იმ ფურცლისაც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, როდესაც 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 20-მდე ადამიანი ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს-ხოლმე, კიდევ ერთხელ ეს ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია. მიზანი არის იგივე, რაც წლების განმავლობაში, რომ შანტაჟებით როგორმე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩვენს მხარდამჭერებს, შეგვაცვლევინონ აზრი და ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს „პროქსი“ სახელმწიფოდ, რასაც, რა თქმა უნდა, ისინი ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა გორდულაძემ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა. . რეზოლუციას ხმა 445-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 37 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროდეპუტატები ოპოზიციონერების - ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიორგი ბარამიძის, აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“ ითხოვენ.