თამარ იოსელიანი: შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია

თამარ იოსელიანი: შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია

შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, „მსოფლიო ბანკი“ ეკონომიკის დაახლოებით 3.3%-იან ზრდას ელოდება, თუმცა საქართველოს კონტექსტში ეს დაახლოებით 3.6%-ია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა „მსოფლიო ბანკმა“, რომელიც ამბობს, რომ 2040 წლამდე „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაიზრდება ოთხჯერ, შესაბამისად, გადაზიდვის დრო შემცირდება 2/3-ით. ასევე გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი დერეფნის მონაწილე ქვეყნებში. დაახლოებით, 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „მსოფლიო ბანკი“ ეკონომიკის დაახლოებით 3.3%-იან ზრდას ელოდება, თუმცა საქართველოს კონტექსტში ეს დაახლოებით 3.6%-ია. შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.

9 თვის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 13%-იანი მატება გვაქვს და უკვე გადავზიდეთ 11 მილიონი ტონა ტვირთი. ნავსადგურებშიც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები, 24%-იანი მატება გვაქვს. კონტეინერების მიმართულებით, დაახლოებით 10%-იანი მატება გვაქვს. როდესაც ხაზს ვუსვამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არის რეკორდული მაჩვენებელი.

ჩვენი ნავსადგურები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ დღეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში გეგმა-გრაფიკით მივდივართ. 2029 წელს ნავსადგური შევა სრულ ექსპლუატაციაში და მიიღებს ღრმაწყლოვან გემებს, რომლის მიღებასაც საქართველო დღეს მოკლებულია“, - აღნიშნა იოსელიანმა.