ᲡᲐᲛᲔᲒᲠᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲜᲐᲠᲙᲝᲠᲔᲐᲚᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲐ

ᲡᲐᲛᲔᲒᲠᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲜᲐᲠᲙᲝᲠᲔᲐᲚᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲐ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების

უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა

დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული

აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული

საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული

საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია

მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას

ითვალისწინებს.