ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ ევროპული სტრუქტურები იმ კლიშეს გვერდს აუვლიან, რომელიც თავად დაამკვიდრეს, უმჯობესია, რეალობას თვალი გაუსწორონ

ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ ევროპული სტრუქტურები იმ კლიშეს გვერდს აუვლიან, რომელიც თავად დაამკვიდრეს, უმჯობესია, რეალობას თვალი გაუსწორონ

კარგი იქნება, თუ ევროპული სტრუქტურები იმ კლიშეს გვერდს აუვლიან, რომელიც თავად დაამკვიდრეს, უმჯობესია, ევროინსტიტუტებმა რეალობას თვალი გაუსწორონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათმა მცდარმა პოლიტიკამ რა დაბალ დონეზე დაიყვანა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები.

„როცა ცილისწამებლური განცხადებებით გაჯერებულ რეზოლუციას ბოლოში მიუწერენ, რომ ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ, ეს დიალოგი რეალურად აწარმოონ და დაინახონ, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათმა მცდარმა პოლიტიკამ რა დაბალ დონეზე დაიყვანა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.