მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ აბუ დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის, Raisina Middle East-ის ფარგლებში,ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.