თორნიკე ფაღავა: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ მოლდოვის დონეზე ვიყოთ ნებისმიერი ეკონომიკური და სახელმწიფო სტრუქტურის პარამეტრით. ამ ყველაფერს ადასტურებს ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევები
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს მოლდოვის შურს“.
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ მოლდოვის დონეზე ვიყოთ ნებისმიერი ეკონომიკური და სახელმწიფო სტრუქტურის პარამეტრით. ამ ყველაფერს ადასტურებს არა ქართული ან მიკერძოებული კვლევა, არამედ ამ ყველაფერზე მეტყველებს ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც არ არსებობს გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც საქართველო რამდენჯერმე არ უსწრებს მოლდოვას. აქედან გამომდინარე, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ღიმილისმომგვრელია მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება”, - განაცხადა ფაღავამ.