ილონ მასკი: დროა, ზელენსკი წავიდეს

ილონ მასკი: დროა, ზელენსკი წავიდეს

ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დროა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წავიდეს.

„და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება... დროა, ზელენსკი წავიდეს“, - დაწერა მასკმა.

მასკმა აგრეთვე გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ზელენსკის შესაძლოა ომის დასრულება არ სურდეს, რადგან მშვიდობის დამყარებისა და არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მას გამოძიებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაუდგება.