თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი

ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და შენ ნუ გააკეთებ, შენ ხომ რაღაც მეორეხარისხოვანი ერი ხარ”, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თენგიზ შარმანაშვილი ასე აფასებს საფრანგეთში დაინიცირებულ, უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

„ეს ხომ არის ფრანგული კანონი, სიტყვა-სიტყვით რომ გადავთარგმნოთ, მძიმეც რომ არ გადავანაცვლოთ და პარლამენტში მივიღოთ, უცებ გახდება „რუსული კანონი“. ანუ როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების მაჩვენებელია ეს ყველაფერი, თორემ ყველა ქვეყანა თავის შიდაპოლიტიკურ სივრცეს რომ უნდა იცავდეს, ეს სწორი მიმართულებაა”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, საარჩევნო კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.