რომში პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დაიწყო
რომში პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დაიწყო.
განხილვის მთავარი თემებია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და არსებული გამოწვევები, როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელება და უცხოური ჩარევა.
„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ზეწოლის ქვეშაა ჩვენს წევრ სახელმწიფოებში, დამკვირვებელი სტატუსის მქონე სახელმწიფოებსა და დემოკრატიისთვის პარტნიორ ქვეყნებში. შეხედეთ ამ დარბაზს. აქ არიან დიდი და პატარა პარლამენტები, ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნები და ახალგაზრდა დემოკრატიები. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ჩვენი მეგობრები კონტინენტის ფარგლებს გარეთ. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ამ დარბაზში წარმოდგენილ თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს, პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ხოლო ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორე ხარისხოვანი პარტნიორი“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტრა ბაირმა.